17:57 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 15:48:57, 628 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ჩეხი მედიკოსები საქართველოში, ჩეხეთის რესპუბლიკის მუდმივი სამედიცინო ჰუმანიტარული პროგრამა MEDEVAC-ის ფარგლებში იმყოფებიან. ვიზიტის მიზანია პროგრამის სამომავლო სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა დელეგაციის წევრებს ონკო-გინეკოლოგიისა და კიბოს პრევენციის მიმართულებით აჭარის რეგიონში არსებული ვითარება და სახელმწიფო პროგრამები გააცნო. პროგრამა MEDEVAC-ის ფარგლებში კიბოს პრევენციის მიზნით აჭარაში ტრენინგი ჩაუტარდება სამედიცინო პერსონალს, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ჩეხმა სამედიცინო ექსპერტებმა ასევე სამუშაო შეხვედრა გამართეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან. აპრილის თვეში ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩეხეთის საელჩომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics