09:04 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 17:58:21, 531 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

ნათია თურნავამ კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.

„აღსანიშნავია ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ქვეყნის საყოველთაო ბრძოლაში. მაშინ, როდესაც თითქმის ყველა სახის საქმიანობა სრულად გადავიდა დისტანციურ მეთოდზე, სწორედ ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს მდგრადმა და შეუფერხებელმა მუშაობამ შეასრულა და ასრულებს მნიშვნელოვან როლს, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით," - აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მიმართვაში, რომლითაც მან კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.

ამავე დროს, 17 მაისი ასევე არის მსოფლიოს ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო საზოგადოების დღეც. 

მინისტრის განცხადებით, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა პროგრესმა მკვეთრად შეცვალა კავშირგაბმულობის სფეროს სახე.

„დღეს ფართოზოლოვანი მომსახურებები და ინტერნეტთან წვდომა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ხოლო მაღალგანვითარებული ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება, რაც დადებითად აისახება საქართველოს შემდგომ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაზე, მის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებაზე," - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics