|
2021-05-14 21:36:51, 1261 ნახვა
ეკონომიკა
გორისა და ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი
ქუთაისის და გორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი. ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს და თიბისის თანამშრომლობის შედეგად, სიახლე ქუთაისში 17 მაისიდან, გორში კი - 20 მაისიდან ამოქმედდება. მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ისე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორისა და ქუთაისის თიბისის ფილიალებში, ასევე, გორსა და ქუთაისში მდებარე „სპარის" და „დეილის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.ly/TBCGoriQutaisi .
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)