17:15 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 12:29:12, 792 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მერმა საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ვაქცინაციის კამპანიაში წითელი ჯვრის ჩართულობის შესახებ იმსჯელეს.

წითელი ჯვარი ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მთლიანად ქვემო ქართლში ვაქცინაციის მსურველებს სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის პროცესში აქტიურ  დახმარებას გაუწევს, რათა მათ ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლონ ვაქცინის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის გავლა.

ვაქცინაციის მსურველებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე 2 501 105 დარეკონ, რის შემდეგაც მოხალისეები მათ სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან.

დავით შერაზადიშვილი წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს  ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაციის პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიურ ჩართულობასა და მხარდაჭერას დაჰპირდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics