11:31 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 18:21:36, 930 ნახვა

რეგიონი
კასპში გამწვანების აქცია გაიმართა

დღეს კასპის მუნიციპალიტეტში ორგანიზაცია CENN-ის ორგანიზებით, კასპი-მეტეხის დამაკავშირებელი გზის ორივე მხარის გამწვანების აქცია მოეწყო.

აქციის ფარგლებში შეიქმნა ალვის ხეების ქარსაცავი ზოლი. 200 ძირი ალვის ხე სოფელ ძევერაში არსებულმა სანერგე მეურნეობა „პოპულუსმა“ ქ. გორის მე-12 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეკომეგობრებს“ გადასცა საჩუქრად, რომელიც სკოლამ კასპის მუნიციპალიტეტის მერიას უსაჩუქრა.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო კასპის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბის „მწვანე ელჩები“-ს და გორის მე-12 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ეკომეგობრები“- ს წევრებმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა.

ქარსაცავი ზოლის გაშენების სამუშაო პროცესებში პასუხისმგებლობა ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობის სამსახურმა აიღო, რომელმაც აქციის დასრულებისთანავე მორწყა  დარგული ნერეგები.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, რომელიც თვითონაც მონაწილეობდა აქციაში მადლობა გადაუხადა CENN-ს და აქციის ყველა მონაწილეს.

აღნიშნულ გარემოს დაცვით აქტივობას ორგანიზება შიდა ქართლის კოორდინატორმა, ირმა კიტრიაშვილმა გაუწია.

#დარგეხეგაამწვანეგარემო





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics