17:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-26 15:04:58, 714 ნახვა

ეკონომიკა
1-ელი აპრილისთვის, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 36.19 მილიარდი ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი აპრილისათვის 36.19 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 172.17 მლნ ლარით, ანუ 0.48%-ით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.84%-ით ნაკლები), - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 443.33 მლნ ლარით, ანუ 2.59%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.94%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 615.51 მლნ ლარით, ანუ 3.25%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.96%-ით).

„დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 36.54 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.82 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.34 პროცენტული პუნქტით).

მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.56% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.37%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.42%.

უცხოური ვალუტით  განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.64%, ხოლო ევროს წილმა 13.86% შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics