|
2021-04-20 17:51:38, 801 ნახვა
რეგიონი
ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე იწყება
ქედის მუნიციპალიტეტი მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე იწყებს! მონაწილეობითი ბიუჯეტი შესაძლებლობას გაძლევთ, თავად გადაწყვიტოთ, რა პროექტი განხორციელდეს თქვენს დასახლებაში! ამისათვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია 900 000 ლარი: პროგრამა განხორციელდება მუნიციპალიტეტის ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში. მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ: წარადგინოთ საკუთარი საპროექტო იდეა; კენჭისყრის გზით თავად გადაწყვიტოთ, თუ რომელი საპროექტო იდეა განხორციელდეს. ლევან გორგილაძე, დღეს კონკურსის წესით შერჩეულ მობილიზატორებს, პირველ მოადგილესთან ერთად შეხვდა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილე მხარეს და წარმატებული საინფორმაციო კამპანია უსურვა, რომელიც 25 აპრილიდან ოფიციალურად დაიწყება!
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)