16:35 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 18:39:09, 660 ნახვა

სამართალი
სუს-ი - 2020 წელს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში 64, აფხაზეთში კი 13 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, რომელშიც შეჯამებულია უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხესა და გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა.

„2020 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების - 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 13 შემთხვევა იდენტიფიცირდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთანავე, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მოთხოვნა, მწვავედ დაისვა როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ფარგლებში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე.

გარდა ამისა, ანგარიშში წერია, რომ აქტიურად იყო გამოყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“, რომელიც, განსაკუთრებით ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად ეფექტურ ინტრუმენტს წარმოადგენდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics