|
2021-04-19 11:53:34, 694 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.5% შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტით ნაკლებია. მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 820.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5.2 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 1 952.6 მლნ. აშშ დოლარს (2.4 პროცენტით ნაკლებია). ამასთან, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-მარტში, 1 131.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია. საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (109.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (109.5 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (104.6 მლნ. აშშ დოლარი). რაც შეეხება იმპორტს, 2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (343.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (220.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (182.8 მლნ. აშშ დოლარი).
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)