|
2021-04-19 10:32:45, 689 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად Airbus A321neo ავიახომალდი მიიღო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ოპერირება განაახლა. პანდემიის შემდეგ, Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისი ვარშავიდან შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველად, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად მიიღო Airbus A321neo ტიპის ავიახომალდი, რომელმაც ქუთაისში 118 მგზავრი ჩამოიყვანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. „A321neo ავიახომალდი პირველი პროექტია, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს - ახალი თაობის ძრავასა და ინდუსტრიაში არსებულ თვითმფრინავის სალონის დიზაინს. ასევე, ის ზოგავს საწვავის ხარჯების 20%-ს. A321neo ავიახომალდი მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას და წინა თაობის ავიახომალდებისგან განსხვავებით. მას შეუძლია დაახლოებით 50%-ით თვითმფრინავის ხმაური შეამციროს. ავიახომალდი გამოყენებაში პირველად 2016 წელს შევიდა. მას შემდეგ Pratt and Whitney‘s GTF-ის ძრავამ აჩვენა, რომ მას შეუძლია საწვავის მოხმარება 16% - ით, ხოლო აზოტის ოქსიდის გამოყოფა 50%-ით შეამციროს. პანდემიის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვილნიუსისა და ვარშავას რეისები შესრულდა. აპრილის თვეში რეისები კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება. ხოლო მაისიდან ავიაკომპანია Wizz Air რიგისა და დორტმუნდის რეისების აღდგენას გეგმავს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება“,- ნათქვამია ინფორმაციში.
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)