|
2021-04-07 15:34:13, 1268 ნახვა
ეკონომიკა
„ინვესტიცია სტარტაპებში“ – BTU-ს, პროგრამა „სტარტაპერისა“ და „თიბისი“ კაპიტალის პანელური დისკუსია თიბისი კონცეპტის შეხვედრების ფარგლებში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU, თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი" და თიბისი კაპიტალი, კონცეპტ შეხვედრების ფარგლებში, სტარტაპებში ინვესტიციის თემაზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლებენ. დისკუსიის ფარგლებში, სპიკერები საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემაზე ისაუბრებენ. ასევე, აუდიტორიას ინვესტიციის სახეობებს გააცნობენ და მოყვებიან - როგორ ხდება პროექტის შეფასება, დაფინანსების რა ტიპის შესაძლებლობები არსებობს და რა რისკებსა და პოტენციურ უკუგებას შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის სტარტაპი. პანელური დისკუსიის მონაწილეები და თემები: • თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი - მერი ჩაჩანიძე სტარტაპებში ინვესტიციას მიმოიხილავს და აუდიტორიას გააცნობს რომელი კრიტერიუმებით აფასებენ ინვესტორები მცირე და საშუალო ბიზნესებს; • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი - ნინო ენუქიძე სტარტაპ ეკოსისტემაზე და BTU-ს იმ ინიციატივებზე ისაუბრებს, რომლებსაც უნივერსიტეტი სტარტაპების მხარდასაჭერად ახორციელებს; • თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის ხელმძღვანელი - ნათია ვაჭარაძე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს; • სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი - გიორგი ჩუგოშვილი კერძო ინვესტიციის მოპოვების პროცესსა და თავის გამოცდილებაზე ისაუბრებს. გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შეიქმნა. 2021 წლიდან გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიული პარტნიორი თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი გახდა. დისკუსია 7 აპრილს, 18:30 საათზე ჩატარდება. ღონისძიებაზე დასასწრები ბმული
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)