|
2021-04-07 14:55:49, 1965 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებსაც შეეძლებათ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ჩართვას ქრონიკული დაავადების მქონე პირებიც შეძლებენ. როგორც მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, შეიქმნება მაღალი რისკის ადამიანების სია, ვინც ვაქცინაციის მიზნით რეგისტრაციას შეძლებენ. „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ გამომდინარე საკმაოდ დიდი მოთხოვნიდან ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, ეს არის ქრონიკული დაავადების მქონე პირების მეტად უფრო ინტენსიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ამისათვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენს პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად ჩართული არის ვაქცინაციის პროცესში, დამატებით იმუშავებს შემდეგი კვირის მანძილზე. ჩვენ შევადგენთ სიებს არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გაგვაჩნია მრავალი წლის გამოცდილებიდან. ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე, რითაც პროგრამა შეძლებს იდენტიფიცირებას ყველა იმ ადამიანის, ვისაც აქვს მაღალი რისკი და შესაბამისად, ეს ადამიანები შეძლებენ დარეგისტრირებას“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)