21:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 10:29:50, 633 ნახვა

მსოფლიო
მედია - ბოლო 24 საათში, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 7-ჯერ დაარღვია, გარდაიცვალა 2 უკრაინელი სამხედრო

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირების მიერ დონბასში 7-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად გარდაიცვალა 2 უკრაინელი სამხედრო.

„რუსეთის, მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად გაერთიანებული ძალების ორმა ჯარისკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო,“ -  აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთანავე, როგორც მედია იუწყება, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს საპასუხოდ ცეცხლი გაუხსნეს.

ცნობილია, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთის შეარაღებული ფორმირების ქმედებების შესახებ ეუთო-ს წარმომადგენლებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება მომავალი სამხედრო სწავლებისთვის - „დასავლეთი 2021"-სთვის და ამის ფონზე, ის ცდილობს გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვართან - რუსეთის ფედერაციი ბრიანკის და ვოროეჟის რეგიონები, ასევე ოკუპირებულ ყირიმში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics