|
2021-04-05 11:01:26, 1631 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს
ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნული ვაქცინის 15 მილიონი დოზა უკვე გამოყენებულია თურქეთში, ნახევარი მილიონი დოზა კი, აზერბაიჯანში. „მოგეხსენებათ, ჩინეთს დღეს აქვს ხუთამდე ვაქცინა, აქედან საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება ორი, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ირგვლივ მყოფ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, უკვე დაახლოებით 15 მლნ დოზაა გამოყენებული, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა ასევე გამოყენებული აზერბაიჯანში. მასაც ფართო მოხმარება აქვს. ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებენ აპრილის შუა რიცხვებში“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)