|
2021-04-02 13:25:58, 959 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - „აწარმოე საქართველოშის“ მხარდაჭერით კიდევ ერთი ახალი ქართული საწარმო ამუშავდა
პროგრამა „აწარმოე საქართველოშის" დახმარებით კიდევ ერთი ახალი ქართული საწარმო იწყებს წარმოებას, რომელშიც 2 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საწარმო „კომპავა ჯორჯიას" დათვალიერებისას განაცხადა. ამიერკავკასიის მასშტაბით პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების პირველი საწარმო თბილისში ცოტა ხნის წინ გაიხსნა. სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, შპს ,,კომპავა ჯორჯიამ" სრულიად ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმო შექმნა. კომპანია პროტეინებს, ამინომჟავებს, ვიტამინების კომპლექსებსა და სხვა საკვებ დანამატებს აწარმოებს. „სახელმწიფოს მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო იწყებს მუშაობს, რომელიც საკვები დანამატების წარმოებას მოახდენს. კომპანიას კარგი გეგმები აქვს და უახლოეს პერიოდში საკუთარი ნაწარმის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს, პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებში, შემდეგი კი ახალი ბაზრების მოძიებასაც დაიწყებს. იმედი მაქვს, „კომპავა ჯორჯია" მალე გაზრდის გაყიდვებას, რასაც მოყვება წარმოების სიმძლავრისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც", - აღნიშნა ნათია თურნავამ. კომპანია „კომპავა ჯორჯია" პროტეინებს, ამინომჟავებს, ვიტამინების კომპლექსებსა და სხვა საკვებ დანამატებს აწარმოებს. პროდუქტის დაფასოება 300 გრამიდან 5 კგ-მდე ქილებში ხდება, წარმოების მოცულობა კი წლიურად 40 ტონა საკვები დანამატია. შპს ,,კომპავა ჯორჯია" სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიაში ამ ეტაპზე 20 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია რომ, კომპანია წარმოადგენს აღნიშნულ სფეროში სლოვაკური წამყვანი ბრენდის კომპავას ფრენჩაიზს. საწარმო ასევე სარგებლობს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ქონების კომპონენტით, რაც მეწარმისთვის გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით სახელმწიფო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას გულისხმობს.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)