18:22 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 17:36:16, 2294 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 72 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 72 შემთხვევაა გამოვლენილი.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ჯერჯერობით ვირუსის „სამხრეთ აფრიკული“ და „ბრაზილიური შტამი“ არ დაფიქსირებულა.

„ბრიტანული შტამის“ საერთო რიცხვი უკვე 72-ია, რომლისგანაც გარკვეული ნაწილი კლასტერები იყო. სხვათაშორის, ერთი საკმაოდ დიდი, 19 ადამიანის კლასტერი იყო. საბედნიეროდ, ჯერ არც „სამხრეთ აფრიკული“ შტამი, არც „ბრაზილიური შტამი“ ქვეყანაში არ გამოვლენილა. ამაზე მეთვალყურეობა მუდმივად გრძელდება. ახლაც მიდის გარკვეული საეჭვო შემთხვევების კვლევა. მოგეხსენებათ, რომ ამის დადგენა საკმაოდ შრომატევადი და დროში გაწელილი პროცესია. უნდა მოხდეს ვირუსის სეკვენირება და მისი გენომის დადგენა. როგორც კი რაიმე ახალი იქნება, განვაცხადებთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics