|
2021-04-01 13:25:58, 1009 ნახვა
ეკონომიკა
„კუბი კონტექსტში“ - ახალი სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში გაიხსნება
„კუბი კონტექსტში" მულტიდისციპლინარული სახელოვნებო სივრცეა, რომელიც მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში, თანამედროვე ხელოვნების გალერეას და საერთო სამუშაო სივრცეს ქმნის. იდეა თანამედროვე მხატვრებს, ვასილ მაჭარაძეს და კოკა ვაშაკიძეს ეკუთვნით. ათწლეულის წინ დაწყებული პროექტი, იდეის ავტორებთან ერთად, კინომცოდნე ანუკა ლომიძის, ფოტოგრაფ ანა გოგუაძის და არქიტექტორ თორნიკე აბულაძის თანამშრომლობით განვითარდა. 2018 წლიდან კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის იდეის პირველი მხარდამჭერი თბილისის მერია გახდა, რომლის დახმარებითაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თიბისი პირველი კერძო კომპანიაა, რომელმაც მეგობრის სტატუსით მხარი დაუჭირა სახელოვნებო სივრცეს, რომლის მიზანიც კულტურული დიალოგის წარმოება, თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერა, ცოდნის, გამოცდილების გაზიარება და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობაა. პროექტის ძირითადი მიზნებია:
რეკონსტრუქციის შემდეგ, „კუბი კონტექსტში" იფუნქციონირებს, როგორც სოციალური საწარმო. პროექტის მიხედვით, პირველ სართულზე გაიხსნება თანამედროვე ხელოვნების გალერეა, მეორე სართულზე მოეწყობა საერთო სამუშაო სივრცე, კუბის გარშემო ტერიტორია კი, დაეთმობა შემეცნებით-კულტურულ აქტივობებს.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)