|
2021-03-28 10:30:12, 1436 ნახვა
რეგიონი
ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 40 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დასავლეთ საქართველოს პოპულაციის 40 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებში გაუშვა. ტერიტორაზე მეთვალყურეობას ადგილობრივ მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი „საზოგადოებრივი რეინჯერი“ განახორციელებს. მონადირეთა საინიციატივო ჯგუფების მონიტორინგში ჩართულობა მნიშვნელოვანია უწესრიგო ნადირობების შედეგად ბუნებაში შემცირებული სახეობების აღდგენა-გამრავლების ხელშეწყობისთვის. ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაციის ზრდა და ბუნებაში გაშვება ხდება. 2020 წელს, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო. მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებს და ადმინისტრაციულ შენობას. მეურნეობის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლებაა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)