19:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 17:04:15, 862 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებული არ არის!

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებული არ არის.

როგორც სომხური მედია „არმენპრესი“ იუწყება, პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„რამდენჯერაც არ უნდა განაცხადოს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა უკვე მოგვარებულია, ეს ასე არ არის. იქნება ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაიღუპნენ ჩვენი სამხედროები. მე მინდა გაგცეთ კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე. ჩვენი სამხედროები დაიღუპნენ იმის გამო, რომ თუკი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი განაცხადებს, რომ დღეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებულია, ჩვენ ვუპასუხოთ, რომ არა, ის მოგვარებული არ არის. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ აზერბაიჯანის გეგმა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ფიზიკურად მთიან ყარაბაღში არ იყოს არც ერთი სომეხი“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics