19:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 15:13:01, 878 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლის ადმინისტრაცია პუტინს დებატებზე უარს ეუბნება და აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი ძალიან დაკავებულია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენი დებატებში მოწვევას თეთრი სახლის ადმინიტრაცია პასუხობს.

როგორც ჯო ბაიდენის პრესმდინავმა განაცხადა, პრეზიდენტი ძალიან დაკავებულია და მას უკვე ჰქონდა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან.

„ჯო ბაიდენს უკვე ჰქონდა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან და პარასკევს, იქნება საკმაოდ დაკავებული, რათა განაგრძოს დიალოგი პირდაპირ ეთერში. ჩვენ რუსეთის ხელისუფლებასთან და მთავრობასთან ყველა საკითზე ვთანამშრომლობთ და მეტი არაფერი მაქვს თქვენთვის სათქმელი. რაც შეეხება სამომავლო შეხვედრას, პრეზიდენტი ხვალ ჯორჯიის შტატში იქნება და ძალიან დაკავებულია“, - განაცხადა პრესმდივანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენი ღია პოლიტიკურ დისკუსიაში მოიწვია და დიალოგის თარიღად 19 ან 22 მარტი დაასახელა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics