|
2021-03-18 17:46:04, 1804 ნახვა
ომი უკრაინაში
ექთანი, რომელიც ვაქცინაციის გაკეთების შემდეგ დამძიმდა, თბილისში გადაჰყავთ - მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა
ექთანი, რომელიც ახალციხის კლინიკა „იმედში“ ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა, თბილისში გადმოჰყავთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ NCDC-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს აღნიშნული ფაქტის მოკლვევა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა. „დღეს ახალციხეში, იმედის კლინიკაში, რომელიც აწარმოებს აცრებს და უკვე დაახლოებით 16 ადამიანი ჰყავს აცრილი, 12 საათსა და 15 წუთზე აიცრა ჩვენი კოლეგა, მედპერსონალი, 27 წლის ქალბატონი, რომელიც როგორც ვიცი ანამნეზი, სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და არ აღნიშნავდა ანამნეზში ალერგიულ რეაქციებს, ამ აცრის შემდეგ, ქალბატონმა მოუწოდა პირდაპირ ეთერში სამედიცინო პერსონალს, აცრების გააქტიურებისკენ. სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია, თუ სხვა ტიპის რეაქცია, რადგან ის შესაძლოა იყოს სხვადასხვა. ადამიანს ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც ამ დროს პროტოკოლით არის გათვალისწინებული და არ მოიხსნა რეაქცია და ის გადაყვაილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო გახდა მისი ინტუბირება. ამჟამად იქ იმყოფება კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და ავადმყოფის ევაკუაცია ხდება თბილისში. დაწყებულია შემთხვევის მოკვლევა და ამ ეტაპზე, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ჩვენ, ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ, სანამ არ დასრულდება სრულად მოკვლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)