19:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 15:57:31, 907 ნახვა

მსოფლიო
სხვას უწოდებ იმას, რაც თავად ხარ - ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს პასუხობს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც მან დადებითად უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევდა თუ არა ვლადიმერ პუტინს მკვლელად.

„ბავშვობაში, როდესაც ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით, ვამბობდით: სხვას უწოდებ იმას, რაც თავად ხარ“, - განაცხადა პუტინმა.

მანვე აღნიშნა, რომ თითოეული სახელმწიფოს და ერის ისტორიაში, ბევრი დრამატული და სისხლიანი მოვლენაა.

„როდესაც ჩვენ ვაფასებთ სხვა ადამიანებს, ან როდესაც ჩვენ ვაფასებთ სხვა სახელმწიფოს, სხვა ერს, ყოველთვის თითქოს სარკეში ვიყურებით და იქ ყოველთვის საკუთარ თავს ვხედავთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics