|
2021-03-18 11:17:28, 657 ნახვა
სამართალი
ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე, ნოდარ მელაძის მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე, ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახური უფროსისი, ნოდარ მელაძის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც გამოკითხვის დაწყებამდე ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა არ იძიებს სიუჟეტში მოყვანილ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და აპელირებს აუდიოჩანაწერების მოპოვებაზე. „პროკურატურა ამ დრომდე არ განიხილავს, არ მსჯელობს, არ იძიებს სიუჟეტში გამოძიებაში მოყვანილი სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე და აპელირებს იმას, რომ ჯერ უნდა დაადგინოს რა ფორმით ჩაიწერა აუდიოჩანაწერი. აქედან გამომდინარე, იკვეთება რომ მათ არ გააჩნიათ განზრახვა, რადგან ძალიან მარტივად შეეძლოთ გამოეკითხათ ამ ჩანაწერში მყოფი პირები, მითუმეტეს როდესაც ბერა ივანიშვილმა აღიარა, რაც მინიმუმ უნდა გამხდარიყო გამოკითხვის საფუძველი“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ. მანვე დასძინა, რომ არ აპირებს პროკურატურას გადასცეს ისეთი მასალები, რომელიც დაეხმარება წყაროს იდენტიფიცირებაში. „არ ვაპირებთ რაიმე ფორმით ვუპასუხოთ ისეთ შეკითხვას, რომელიც ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას ეხება ან დავასახელოთ წყარო, ან გადავცეთ ისეთი მასალები მათ, რომელიც დაეხმარება წყაროს იდენტიფიცირებაში“, - დასძინა ნოდარ მელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)