19:31 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 16:02:53, 509 ნახვა

ეკონომიკა
საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარების გათვალისწინებით ყველა ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივად გახსნაზე იმსჯელებს

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე, გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფერაძემ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საბჭო ყველა ეკონომიკური სფეროს ეტაპობრივად გახსნაზე იმსჯელებს.

„მათთან ერთად შევიმუშავეთ რეკომენდაციების, რომელიც უზრუნველყოფს სექტორის გახსნის იმ დროს, რომ ამით გახსნა იყოს მდგრადი და სახელმწიფოს არ გაუხდეს იმის ვალდებულება, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, ან რეკომენდაციების დარღვევის გამო, აუცილებელი გახდეს შეზღუდვის დაწესება. მათი მხრიდან არსებობს სრული მზაობა. თუ ეპიდემიოლოგიურად სტაბილური ვითარება გვექნება, ცხადია, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. გამიჭირდება, გითხრათ, რომ ეს იქნება პირველი, თუ 2 აპრილი, მაგრამ იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც ეპიდვითარების მიხედვით გვექნება, ცხადია, ამ საკითხზეც ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics