|
2021-03-12 13:37:57, 442 ნახვა
ეკონომიკა
მეფუტკრე ფერმერებისთვის დარგობრივი რეკომენდაციები შემუშავდება
მეფუტკრეობის დარგში არსებული გამოწვევები და მეფუტკრე ფერმერთა საჭიროებები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. „ფერმერებისთვის თანამედროვე დარგობრივ ცოდნაზე მაქსიმალური წვდომის უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქტიურად ვაგრძელებთ ფერმერთა საექსტენციო მომსახურებას, სადაც დარგობრივი ასოციაციების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ. შეხვედრაზე ფუტკრის დაავადებებთან, მათ შორის, ვარვატოზთან, ბრძოლის და ფუტკრის ოჯახების აღდგენის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებებით ელექტრონული და ბეჭდური საინფორმაციო მასალები უნდა შემუშავდეს; მეფუტკრე ფერმერებისთვის რეგიონებში ტრენინგები ჩატარდება. შეხვედრაში მონაწილეობა მეფუტკრეთა ასოციაციის წევრებმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამეცნიერო კვლევითი-ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)