|
2021-03-10 16:43:01, 798 ნახვა
ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილმა OSCE-ის ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კომიტეტის თემატურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კომიტეტის თემატურ სხდომაში „კლიმატი და უსაფრთხოება - კლიმატის ცვლილების როლი გარემოსდაცვით გამოწვევებში ” მიიღო მონაწილეობა. მისასალმებელ სიტყვაში, ნინო თანდილაშვილმა ქვეყანაში კლიმატის ცვლილების, როგორც აღიარებული გამოწვევის შესახებ ისაუბრა და სხდომის მონაწილეებს საქართველოში აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება კლიმატის ცვლილებისადმი სახელმწიფოში არსებული პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „მადლობა მინდა გადავუხადო OSCE-ს კლიმატის ცვლილების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კლიმატთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების ეფექტიანი გადაჭრის გზების მოძიებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პარიზის შეთანხმების ფარგლებში, ქვეყანა აქტიურად მუშაობს სათბურის აირების ემისიების შემცირების საკითხებზე. ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის წევრებს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის (NDC) ძირითადი მიმართულებებიც გააცნო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)