04:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 16:16:58, 577 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - მოსამართლემ შაქარაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით უზენაეს სასამართლოში ადგილი იყიდა

„მოსამართლემ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებით უზენაეს სასამართლოში ადგილი იყიდა“, - ამის შესახებ მცხეთი სასამართლოს დასრულების შემდეგ არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ განაჩენს ვერანაირ შეფასებას ვერ მისცემს.

„რა შეფასება უნდა მივცე ამ გადაწყვეტილებას, არ ველოდით ნამდვილად, თუმცა ამით ბიძინა სტურუამ იყიდა ადგილი უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.

შეგახსენებთ, რომ მცხეთი რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუამ დაკავებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლით თავისუფლების აღლვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება გიორგი ქვრივიშვილსა და არასრულწლოვანს ზ.ხ-ს მათ პატიმრობის ვადაზე სასამართლო 16 მარტს იმსჯელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics