04:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 15:51:35, 594 ნახვა

სამართალი
სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლით თავისუფლების აღლვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება გიორგი ქვრივიშვილსა და არასრულწლოვანს ზ.ხ-ს მათ პატიმრობის ვადაზე სასამართლო 16 მარტს იმსჯელებს.

განაჩენს მოსამართლე ბიძინა სტურუა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებისას სასამართლო დარბაზში გიორგი შაქარაშვილის დედა და მისი მეგობრებიც იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს და ორ არასრულწლოვანს - ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებოდნენ. საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში აცხადებდნენ, ბრალდებულებმა შაქარაშვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ მდინარე არაგვში ჩააგდეს. საქმის განხილვა თითქმის ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics