|
2021-03-04 14:04:18, 758 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები, რათა მომავალში სამეზობლოზე დამოკიდებული არ ვიყოთ
ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები, რათა მომავალში სამეზობლოზე დამოკიდებული არ ვიყოთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში არსებული ყველა ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე ჯამში, დაახლოებით 4500 მეგავატია, რომლის დაახლოებით 70%, ანუ 3100 მეგავატზე მეტი აშენებულია საბჭოთა პერიოდში. „ესენია უკვე მორალურად და ფიზიკურად ამორტიზირებული სადგურები და ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ჩვენი ენერგეტიკული სიმძლავრეები, რომ მომავალში მზარდი მოთხოვნის, მზარდი ეკონომიკის პირობებში არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოზე და მათ კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებაში“, - განაცხადა მინისტრმა. როგორც ნათია თურნავამ განმარტა, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, მოსახლეობასთან დაგეგმილი აქტიური კომუნიკაციისა და საუბრის საგანი, ყველა შეხვედრაზე, იქნება ორი რამ - რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა და ასევე ამოცანა, რომ ჩვენი მოსახლეობის, კერძო სექტორის მიერ ელექტროენერგიის საფასურის სახით გადახდილი თითოეული ლარი არ გადიოდეს გარეთ, მაქსიმალურად რჩებოდეს ქვეყანაში, ხმარდებოდეს საკუთარ ჰიდროსადგურებს, იქ მომუშავე ადამიანებს და არა ქვეყნის გარეთ არსებულ სადგურებს და იქ დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. „ეს არის ჩვენი მთავარი ნარატივი და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)