21:15 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 14:40:21, 632 ნახვა

რეგიონი
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის წარმომადგენლებთან და ბოლნისის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მამხუტის თემში შემავალ სოფლებში: ზემო არქევანში, ქვემო არქევანში, მამხუტსა და ხატავეთში შეხვედრები გამართა.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით წელს მამხუტსა და ქვემო არქევანში გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდება, ზემო არქევანსა და ხატავეთში კი, სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, სკვერი მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი, წელს ბოლნისში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics