12:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 10:34:30, 698 ნახვა

რეგიონი
ქვემო ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს  ქვეყნის მასშტაბით  აქტიურად განაგრძობს.

ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ნატანი მასისა და დანალექი გრუნტისგან გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მტკვარი-ჯანდარის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი  არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმენდება.

ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის გამტარუნარიანობას გაზრდის, შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება  250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით სოფელ   ნაგების, ბირლიკისა და ქალაქ გარდაბნის   სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მოირწყვება. 

სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს დასრულების ეტაპზეა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო დაემუქრა
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics