|
2015-10-07 12:54:40, 794 ნახვა
ეკონომიკა
რაჭა–ლეჩხუმში რთველი იწყება
რაჭა–ლეჩხუმის რეგიონში რამდენიმე დღეში რთველი დაიწყება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რთველის საორგანიზაციო საკითხები ფაქტობრივად დასრულებულია. მინისტრის მტკიცებით, ხელისუფლება სრულ მზადყოფნაშია, რომ წლევანდელმა რთველმა ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა არც ერთ მევენახეს არ შეექმნას. ოთარ დანელიას ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ხელშეწყობით მოსახლეობისგან ყურძნის მიმღები 6 პუნქტი გაიხსნება, რომლებიც 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართული იქნებიან ამპელოგრაფები. „სახელმწიფო მოსახლეობისგან მწიფე (კონდიციურ) 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მიღებას 5 ლარად, ხოლო არაკონდიციური ყურძნის, რომლის შაქრიანობა 21 გრადუსზე ნაკლები იქნება - 3 ლარად მოახდენს. ძელშავისა და შერეული ჯიშის ყურძენში სახელმწიფო 70 თეთრს გადაიხდის. რაჭაში რთველის მიმდინარეობის პერიოდში იმუშავებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლება. ყურძნის მიღება-გადამუშავების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვას მოსახლეობა ონლაინ რეჟიმში რთველის სპეციალურ ვებგვერდზე www.rtveli2015.gov.ge შეძლებს“, – განაცხადა დანელიამ. მისივე თქმით, კახეთის რეგიონში რთველი დასასრულს უახლოვდება. „ 7 ოქტომბრის 10:00 სთ-ის მონაცემებით, გადამუშავებული 122 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მათ შორის 65 ათას ტონამდე რქაწითელი, 42 ათას ტონაზე მეტი საფერავი, 3 ათას ტონამდე კახური მწვანე და 12 ათას ტონაზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის გადამუშავებით მიღებულმა შემოსავალმა 82 მლნ ლარს გადააჭარბა“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)