11:34 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-16 17:03:06, 1016 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძემ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, „ბლექსის“ ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან ერთად, კოლეჯი ,,ბლექსის“ ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის შესაბამისი ოთახები, სველი წერტილები და ცენტრალური გათბობის სისტემა. ამ ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ლიფტის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შემდეგ, პროფესიულ სასწავლებელში მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებული პროფესიები დაინერგება. მსურველები შეძლებენ ტურიზმის, აგრარული, სამშენებლო და სხვა მიმართულებით სწავლებას და გადამზადებას. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერტიფიკატები.

პროექტის მიზანი მუნიციპალიტეტში ახალი საგანმანათლებლო კერის შექმნა, ადგილობრივების დასაქმება და მიგრაციის შეჩერება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics