12:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-13 12:37:57, 534 ნახვა

სამართალი
ქუთაისში აქციაზე დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ქუთაისში აქციაზე დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

გუშინ ქუთაისის მერიასთან მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავდნენ და ქალაქის მერისა და გუბერნატორისგან მოითხოვდნენ კითხვაზე პასუხს, თუ რატომ „ქეიფობენ“ ხალხის ფულით. მოგვიანებით დაპირისპირება იყო აქციაზე,რა დროსაც აქტივისტები დააკავეს.

მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრის, ლაშა ხუსკივაძის თქმით, გუშინ აქციაზე მობილიზებული იყო ზონდერ ჯგუფები, რომლებიც აქტივისტებს სასტიკად გაუსწორდნენ.

„არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ. ვანდალურად იქცეოდნენ. მობილიზებული ჰყავდათ ზონდერ ჯგუფები, რომლებიც აქციის მონაწილეებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. ძალიან მარტივი კითხვები გვქონდა მერთან და გუბერნატორთან, რატომ ხარჯავენ პირადი გამოყენებისთვის ხალხის ფულს“, - განაცხადა ლაშა ხუსკივაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics