|
2021-02-12 09:48:33, 1109 ნახვა
ეკონომიკა
დღეიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები განახლდა
12 თებერვლიდან ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების მიმართულებით და პირიქით შიდა ფრენები განახლდა. რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. „დღეიდან, განვაახლეთ შიდა ფრენები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში თებერვალ-მარტში რეგულარული რეისები მცირე ზომის საჰაერო ხომალდით კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. გვსურს აღვნიშნოთ, რომ ამ ხმის განმავლობაში ფრენები არ შეჩერებულა თბილისი-ბათუმის მიმართულებით. თებერვალ-მარტში რეისები აჭარის მიმართულებითაც კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. მგზავრებს მოეთხოვებათ როგორც ტერმინალში, ასევე საჰარეო ხომალდზე პირბადის ტარება. ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები, რომელიც აქამდე არასრულწლოვნებზე მოქმედებდა კვლავ ძალაში რჩება“,-ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ქვეყნის შიდა აეროპორტებში, საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად, COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა არის დაცული. ნატახტარის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია საავიაციო გაიდლაინების მიხედვით. შეგახსენებთ, ავიაბილეთის ღირებულება მესტიის მიმართულებით ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარს შეადგენს, ამბროლაურის მიმართულებით - 50 ლარს. 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. 3 წლამდე ჩვილებისთვის კი მგზავრობა უფასოა. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)