11:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 09:30:53, 1108 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება ოფიციალურად აკრძალა

უკრაინამ ოფიციალურად აკრძალა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინების რეგისტრაცია, - ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განკარგულებაში.

როგორც „როიტერსი“ წერს, ევროპის ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანა, უკრაინა, ჩამორჩა სხვებს COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის დაწყებით, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანა არ გამოიყენებს რუსულ ვაქცინებს, მაგალითად Sputnik V- ს და მათ უწოდებს „რუსეთის ჰიბრიდულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასულ კვირას კიევმა COVAX პლატფორმიდან 20 მილიონი ვაქცინის დოზის მიწოდებაზე შეიტანა განაცხადა და მთავრობა იმედოვნებს, რომ თებერვლის შუა რიცხვებში 41 მილიონიანი მოსახლეობის ვაქცინაციას დაიწყებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics