|
2021-02-10 11:07:38, 1821 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 471 მძიმე პაციენტი მკურნალობს
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 471 მძიმე პაციენტია, მათგან 133 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 421 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში 12 884 ადამიანი იმყოფება. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 244 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 615 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 629 PCR ტესტით. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 879, საიდანაც: 2 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 953, აჭარაში - 171, იმერეთში - 464. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 471 პირი, მათ შორის, თბილისში - 198, აჭარაში - 49, იმერეთში - 116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 133 პირი, მათგან თბილისში - 96, აჭარაში- 6, იმერეთში - 18. 316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 153 - თბილისში, 152 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 469 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 421 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 213, ხოლო აჭარაში - 110. სულ 6 ოქტომბრიდან - 9 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 715 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 884 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 539 პირი, აჭარაში - 684, იმერეთში - 1 410“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)