11:34 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 15:39:25, 755 ნახვა

რეგიონი
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის მიხედვით ქედაში მალე ციფრული წიგნიერების ცენტრი გაიხსნება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის მიხედვით ქედაში მალე ციფრული წიგნიერების ცენტრი გაიხსნება. უკეთესი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ქედაში ციფრული წიგნიერების ცენტრი ამოქმედდება.

ცენტრი დაბა ქედაში, ისტორიული მუზეუმის გვერდით განთავსდა და ცენტრის სასწავლო ოთახი შესაბამისი ციფრული ინფრასტრუქტურით უკვე აღიჭურვა.

,,ციფრული წიგნიერების ამაღლების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, სრულფასოვნად შეძლონ ჩართვა როგორც თვითმმართველობის საქმიანობის, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლონ სხვადასხვა სფეროში ცოდნის მიღება და ეკონომიკური საქმიანობის გაუმჯობესება თუნდაც" ,- აღნიშნა ლევან გორგილაძემ.

ციფრული ტექნოლოგიების (IT) კომპანიები მუნიციპალიტეტთან ერთად უზრუნველყოფენ ცენტრის აკადემიურ მენეჯმენტს, რომელიც გაუწევს ორგანიზებას კურსებს და მოდულებს, პერიოდულად მოამზადებენ ტრენერებს, გადასცემენ მათ სასწავლო მასალას და გაუწევენ მენტორობას.

პერმანენტულ რეჟიმში გაუძღვებიან საბაზისო თუ პროფესიულ კურსებს. ასევე, შესაძლებელია ონლაინ სწავლების ფორმატით შედგეს არაერთი პოპულარული კურსიც.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics