|
2021-02-09 12:17:19, 623 ნახვა
ეკონომიკა
9 თებერვლამდე განხორციელებულმა თხილის ექსპორტის ღირებულებამ 81.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 15.6 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 81.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.2 ათასი ტონით (50%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 27.7 მლნ აშშ დოლარით (52%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (4 253 ტონა), იტალიაში (3 823 ტონა), ჩეხეთში (738 ტონა), ესპანეთში (445 ტონა), ლიეტუვაში (442 ტონა), საფრანგეთში (381 ტონა), პოლონეთში (376 ტონა), ბულგარეთში (345 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), ბელგია (44 ტონა) და ავსტრიასა (22 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (885 ტონა), რუსეთი (756 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (466 ტონა), უკრაინა (300 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), საუდის არაბეთი (180 ტონა),კანადა (146 ტონა), შვეიცარია (111 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), აზერბაიჯანი (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ისრაელი (32 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)