11:47 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-04 16:55:55, 775 ნახვა

საზოგადოება
ქართველი სამხედროები რაგბის საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი „არმია“ რაგბის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა.

ქართველმა სამხედრო რაგბისტებმა დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე „რაფ ჰალტონი“ პირველი ვარჯიში უკვე გამართეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები 8 ოქტომბერს „რაფ ჰალტონზე“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეების რაგბის ნაკრების წინააღმდეგ ასპარეზობისთის ემზადებიან.

შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შორის მსოფლიო რაგბის ტურნირი წელს მეორედ იმართება. საქართველო რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გამარჯვებისთვის 9 ქვეყნის 12 გუნდს შორის იბრძოლებს. პირველ ეტაპზე ქართველი სამხედრო რაგბისტები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გუნდის გარდა, დიდი ბრიტანეთისა და ტონგას ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილეოთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრებამდე, საქართველოს შეიარაღებული ძალების რაგბის ნაკრებმა 10-დღიანი შეკრება სოფელ ნოქალაქევში გაიარა. ნაკრები სხვადასხვა სამხედრო ნაწილებიდან სპორტული მიღწევებით გამორჩეული სამხედროებით არის დაკომპლექტებული.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics