10:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 17:01:37, 633 ნახვა

საზოგადოება
გეგა გობეჯიშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გობეჯიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უეფას რეკომენდაციით იქნა მიღებული.

„ყრილობამ გადაწყვიტა, რომ ჩემს მაგივრად იქნება სხვა დელეგატი. მე აღარ ვარ დელეგატი იმიტომ, რომ უეფამ გადაწყვიტა ესე. არ ვიცი ჩემს ნაცვლად ვინ იქნება. მე მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, რომ მე ვარ რეზის ხმის დამჭერი და იმედი მაქვს, რომ ვინც იქნება, ისიც რეზის დაუჭერს მხარს.  მე მზად ვიყავი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე“, - განაცხადა გეგა გობეჯიშვილმა.

ცნობისთვის, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ“-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იბრძვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics