|
2015-01-30 10:48:06, 2465 ნახვა
ეკონომიკა
„ტექნო ბუმი“ მალე ნახევარ მილიონს გაათამაშებს
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ იანვრის დღესასწაულების დასრულებასთან დაკავშირებით ბოლო, გრანდიოზულ ფასდაკლებას 30 იანვარს, საღამოს 18:00 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო 31 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში აცხადებს. მხოლოდ „ტექნო ბუმის“ მაღაზიათა ქსელში მსოფლიო ბრენდების ტექნიკას 50%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება, ყველა ნივთზე კი უპრეცედენტო, გრანდიოზული გათამაშების ბილეთს მიიღებთ. როგორც იცით, სულ რაღაც ორ კვირაში, 14 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში 21:45 საათზე, თქვენ გელოდებათ ”ტექნო ბუმის“ გრანდიოზული გათამაშების ბოლო, ფინალური ეტაპი, სადაც თამაშდება: ოროთახიანი ბინა თბილისში, ბოლო მოდელის ავტომობილი Mercedes Benz-ი და სუპერ-პრიზი - ნახევარი მილიონი ლარი. ეს შანსი კი ნამდვილად არ უნდა დაკარგოთ. „ახალი წლის დღეების შემდეგ, მომხმარებლებელთა ბიუჯეტის გათვალისწინებით, ქსელში წარმოდგენილ ყველა ბრენდისა და მოდელის ტექნიკაზე, მხოლოდ ორი დღით, წარმოუდგენლად დაბალ ფასებს გთავაზობთ. რაც მთავარია, გრანდიოზული ფასდაკლების პარალელურად, კვლავაც მოქმედებს 0%-იანი განვადება, თქვენ შეძლებთ დიდი ფასდაკლებით და 0% - იანი განვადებით შეიძინოთ ტექნიკა და რაც მთავარია, შანსი გაქვთ, გამდიდრდეთ ნახევარი მილიონი ლარით”, - აცხადებენ „ტექნო ბუმში“. „ტექნო ბუმის“ გრანდიოზული ფასდაკლება და 0%-იანი განვადება თბილისის გარდა, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკშია შესაძლებელი.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)