11:32 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 14:54:13, 841 ნახვა

კომენტარი
ზურა ჯაფარიძე - ზოგი საქეიფოდ არის და ზოგი უქეიფოდ, ეს არის პრობლემა, ბევრად მეტი ხალხი უნდა გამოდიოდეს

„ზოგი საქეიფოდ არის და ზოგი უქეიფოდ, ეს არის პრობლემა, ბევრად მეტი ხალხი უნდა გამოდიოდეს“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აქციაზე მოსული ადამიანების რაოდენობით ხელისუფლება გიაგებს, რომ ქვეყანაში გაბრაზებული ხალხია, თუმცა ეს მათ უკან არ დაახევინებს.

„დღეს საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ გაიგონ, რომ ამ ქვეყანაში არის გაბრაზებული ხალხი, მაგრამ რაოდენობა არაა საკმარისი, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და შეზღუდვები მოხსნას.

ბევრად მეტი ადამიანი უნდა იყოს აქ, გაცილებით მეტი. ბევრად მეტი ადმიანია ამ შეზღუდვებით გამწარებული, მაგრამ ან მოსვლას ვერ ახერხებენ, ან არ თვლიან რომ ამ ფორმით უნდა გააპროტესტონ, ზოგს პარტიებთან ერთად დადგომა არ უნდა, ზოგს სცივა, ზოგი საქეიფოთ არის და ზოგი უქეიფოდ. ეს არის პრობლემა, ბევრად მეტი ხალხი უნდა გამოდიოდეს თუ მართლა გვინდა, რომ ხელისფულებამ ეს შეზღუდვები მოხსნას.

თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, ეს დაარტყამს ყველას, არამარტო იმ ადამიანებს, ვინც დღეს არის შემოსავლის გარეშე, არამედ ყველას“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics