|
2021-01-19 19:56:55, 841 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ასევე ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი
„მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ასევე ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი“, - ამი შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სამართლის პოლიტიზირება მიუღებელია. „მოსკოვში დაბრუნებისას პირდაპირ ეთერში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია როგორც ევროპისთვის, ისე მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. გუშინ ევროკავშირის სახელით გამოვაქვეყნე მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ ვგმობთ ბატონი ნავალნის დაკავებას და მას მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ. ნავალნის უფლებები უნდა იყოს სრულად და უპირობოდ დაცული. სამართლის პოლიტიზირება მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ასევე ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი, რომელიც მისი დაბრუნების დროს დააკავეს“, – განაცხადა ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)