00:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-19 16:22:10, 751 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ალექსეი ნავალნის დაკავებაზე დასავლეთის გამოხმაურებას კრემლი ყურადღებას არ აქცევს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი დასავლეთის პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, ყურადღებას არ აქცევს.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

"ნავალნის დაკავებაზე საუბრისას, დასავლელი პოლიტიკოსები რუსეთის მიერ კანონის შეუსრულებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ეს ქვეყნის შიდა საკითხია და ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ მასში ჩაერიონ და არ ვაპირებთ, რომ მსგავსი განცხადებები მოვისმინოთ", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი დაინტერესებულია კეთილმეგობრულ ურთიერთობებში, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა განისაზღვროს ერთი კონკრეტული პიროვნების საქმით.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics