00:48 - 28 Jun, 2026
|
2021-01-18 11:02:52, 1096 ნახვა
მსოფლიო
„ტვიტერმა“ რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დაბლოკა
მიკრობლოგმა „ტვიტერმა“ რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დაბლოკა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. სააგენტოს ცნობით, სოციალური მედიის პლატფორმამ გრინის ანგარიში მას შემდეგ დაბლოკა, რაც ახლად არჩეული კონგრესმენი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა. თავად გრინი „ტვიტერს“ კონსერვატიული პოლიტიკური ხმების ჩახშობაში ადანაშაულებს. გრინი 2017 წელს კონსპირაციული თეორია QAnon-ს ავრცელებდა, თუმცა მოგვიანებით უკან დაიხია და აღნიშნა, რომ ეს მისი საარჩევნო კამპანიის ნაწილი არ არის. QAnon-ის მომხრეებს სჯერათ, რომ დონალდ ტრამპი პედოფილებს ებრძვის, რომელთა შორის „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერების და ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)