|
2021-01-15 19:40:52, 2200 ნახვა
ეკონომიკა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად 2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ. „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და ბანკში ვიზიტის საჭიროება. დღეიდან, პენსიისა და სოციალური სარგოს მიმღები პირები შეუფერხებლად ისარგებლებენ ლიბერთის ბარათებით. ჩვენ ვითვალისწინებთ ვირუსის გამო შეზღუდულ მობილობას და მინდა აღვნიშნო, რომ მთელი გუნდი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ მომხმარებლებს კიდევ უფრო გამარტივებული და ადაპტირებული დისტანციური სერვისები შევთავაზოთ“, - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა. ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია დისტანციური და თვითმომსახურების სერვისები. გარდა ამისა, ისინი სარგებლობენ განსაკუთრებული შეთავაზებებით ევექსი კლინიკების, ფარმადეპოს და ნიკორა სუპერმარკეტის ქსელებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. უსაფრთხოების მიზნით, პანდემიის პერიოდში დაინერგა ტერმინალიდან თანხის გამოტანის ინოვაციური სერვისი, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს საშუალებას აძლევს საკუთარი ანგარიშიდან მიიღონ 50 ლარამდე თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე. ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)