18:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 10:56:30, 457 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: აბრეშუმის გზის აღდგენა აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური კავშირის გაღრმავების შესაძლებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზის აღდგენა ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობაა, - ამის შესახებ პრემიერმა გაეროს 70-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, აბრეშუმის გზის რეგიონი მსოფლიო მოსახლეობის ორ მესამედს და მთლიანი შიდა პროდუქტის 60 % ფარავს.

 „შარშან მე წილად მხვდა პატივი, გამეცხადებინა საქართველოს გეგმები აბრეშუმის გზის ფორუმის დაარსებასთან დაკავშირებით. დღეს მე ვამაყობ, რომ ეს იდეა განხორციელდა და სულ რამდენიმე კვირაში თბილისი უმასპინძლებს ამ ტიპის პირველ მაღალი დონის ფორუმს. საქართველო განლაგებულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინზე, რასაც ხაზი გაესვა, როდესაც საქართველომ წელს უმასპინძლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას და აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პირველ შეხვედრას. ამ კონტექსტში მე მივესალმები ირანთან მიღწეულ შეთანხმებას (P5+1). საქართველო გამოთქვამს იმედს, რომ ეს პროცესი დადებითად განვითარდება და წვლილს შეიტანს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებასა და ეკონომიკურ განვითარებაში,“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს აქვს  თანამშრომლობისა და რეგიონული ინტეგრაციის დიდი პოტენციალი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics