20:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-12 12:49:32, 1184 ნახვა

მსოფლიო
FBI ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე მოსალოდნელ შეიარაღებულ პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსახლეობას შესაძლო შეიარაღებული პროტესტის გამართვის შესახებ აფრთხილებს.

აღნიშნულ ინფორმაციას, „როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აშშ-ის კაპიტოლიუმში თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეები მიმართავენ ძალადობას და სწორედ ამიტომ, FBI-იმ გასცა გაფრთხილებები, რომლებიც ინაუგურაციის დღემდე გაგრძელდება.

აშშ-ში ეროვნულმა გვარდიამ ვაშინგტონში 15000-მდე ოდენობის ჯარი გაგზავნა, ამასთანავე ტურისტებს 24 იანვრამდე ეკრძალებათ ვაშინგტონის ძეგლების მონახულება.

ეროვნული გვარდიის ბიუროს თავმჯდომარე, გენერალი დენიელ ჰოკანსონის განცხადებით, შაბათისთვის ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 10 000 წევრი იქნება უსაფრთხოების, ლოჯისტიკისა და კომუნიკაციების უზრუნველსაყოფად. თუ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოთხოვნა იქნება, დედაქალაქში ეროვნული გვარდიის ძალების რაოდენობა, შესაძლოა, 15 000-მდე გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics