|
2020-12-29 13:42:51, 726 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირმა და FAO-მ 3 მილიონი ლარის ოდენობის სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს
2020 წელს, ევროკავშირმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოში 84 სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს, რომელთა საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს. საგრანტო კონკურსი COVID-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოს მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, პროდუქტიულობის ამაღლებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და სურსათის მდგრადი წარმოების მხარდაჭერას. საგრანტო თანადაფინანსება ისეთი კაპიტალური ინვესტიციების განსახორციელებლად გაიცა, როგორიცაა ნიადაგის დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა, მეცხოველეების ფერმებისთვის განკუთვნილი დანადგარების, რძის პროდუქტებისა და ბოსტნეულის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვა-დამონტაჟება და ა.შ. ამავდროულად, კლიმატგონივრული და ხარჯის დამზოგავი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვის მიზნით, FAO-მ და ევროკავშირმა წვლილი შეიტანეს ისეთი თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო გადაწყვეტილებების შესყიდვა-გავრცელებაში, როგორიცაა წვეთოვანი სარწყავი სისტემები. უკვე გაცემული სამი მილიონის გარდა, დეკემბერის თვეში კიდევ 18 ბენეფიციარს დაუმტკიცდა 2,6 მილიონი ლარის ოდენობის საგრანტო დაფინანსება, რომელთა გაცემა ამჟამად მიმდინარეობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)